LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის ძალიან ემოციური იყო კონცერტებზე ამ სიმღერის შესრულება… სცენაზე მამის კოსტიუმი მეცვა და მისი ბეჭედი მეკეთა“ – ქეთი წიკლაური

373
ქეთი-წიკლაური

31 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ქეთი წიკლაური სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე და ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე ისაუბრა და მამის, თემურ წიკლაურის შემოქმედება გაიხსენა.

გადაცემაში სიმღერების „მე განა“ და „მოგონება“ პრემიერა შედგა.

ქეთი წიკლაური: „ორი წელი შესრულდა, რაც აღარ არის თემური ჩვენთან, მაგრამ მე ვგრძნობ თითქოს უფრო მეტად მის სიყვარულს…“

 ქეთი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა შენმა ერთ-ერთმა ბოლო ნამუშევარმა, „იასამანი“, რომლის პრემიერაც ჩვენს ეთერში შედგა,

როგორი ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია. ეს ბატონ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერაა, 70-იან წლებში „ივერიას“ რეპერტუარში იყო და მამა ასრულებდა. ამ სიმღერას რუსული ტექსტი ჰქონდა და სადღაც ორიათასიანების დასაწყისში გავაკეთეთ ქართული ტექსტი და მას შემდეგ ვმღერი ამ სიმღერას. ქართული ლექსი თინა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ამ სიმღერას ძალიან მოუხდა ქართული ტექსტი, ცოტა უფრო სხვანაირი შეიძინა, უფრო ლირიკული და რომანტიკული გახდა.

უამრავი მასალა მაქვს: ფოტოები, კოსტიუმები, სიგელები… მინდა თემურ წიკლაურის სივრცე-მუზეუმის გაკეთება – ამ თემაზე ბევრი მიფიქრია: ქეთევან წიკლაური

მამა ახსენეთ და ისე ნამდვილად ვერ ჩაივლის ჩვენი გადაცემა, რომ ბატონი თემურ წიკლაური არ გავიხსენოთ…

უკვე 2 წელია, რაც მამა წავიდა და რა უცნაურია დროის შეგრძნება, ზოგჯერ ვიბნევი, მგონია, რომ ახლა მოხდა და ზოგჯერ მგონია, რომ 100 წლის წინ იყო, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეულია და ეს ყველაფერი რაღაცნაირად სულ არეულია და ჩემში სულ დუღს ეს გრძნობები. მინდა ვთქვა, რომ ხალხი დღემდე დიდ გრძნობას, მხარდაჭერას,  სიყვარულს და სინანულს გამოხატავს. გუშინაც შემთხვევით მიცნეს მაღაზიაში და მითხრეს, თუ როგორ ეწყინათ, როგორ ეტკინათ და როგორ ტიროდნენ, როცა მამა წავიდა. გაოცებული ვარ, რამხელა სიყვარული დატოვა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ახალი არ არის, რადგან მის სიცოცხლეშიც სულ ამის მომსწრეები ვიყავით, რადგან სადაც არ უნდა მივსულიყავით, ყველგან ასეთი სიყვარული, უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება იყო ხალხის მხრიდან.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g