LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე: სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. მარიამ ჯიშკარიანი არ არის პრაქტიკოსი ექიმი, ჩვენ პრაქტიკოსი მედიკოსები ვართ

307
ზურაბ ჩხაიძე ჯიშკარიანი

„ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი დღეს დილითაც მოინახულეს კონსილიუმის წევრმა ექიმებმა. მისი თქმით, თუ პაციენტს სურვილი აქვს რეანიმაციაში გააგრძელოს მკურნალობა, კლინიკა თანახმაა, თუმცა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანისას.

როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკისთვის პრობლემას არ წარმოადგენს პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში იქნება, თუ რეანიმაციულში.

„ყველა ვართ ამაში დამნაშავეები! ყველაფრის შემგუებელი მდორე ერი.. არაფერს წარმოვადგენთ! ერთი რუსეთის დუქანი ვართ“ – რას წერენ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შემდეგ

„მინდა გამოვეხმაურო მარიამ ჯიშკარიანს. ითქვა, რომ კლინიკას არ ჰქონია პარენტერალური კვების მართვის გამოცდილება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მარიამ ჯიშკარიანი არ არის პრაქტიკოსი ექიმი, ჩვენი კლინიკის ექიმების უმრავლესობა კი გარდა იმისა, რომ თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები ვართ, პრაქტიკოსი მედიკოსები ვართ“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილს დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის სურვილი არ ჰქონია.

ამასთან, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად გრძნობს თავს, ამიტომ ხშირად აქვს კოორდინაციის დარღვევის მომენტები.

„ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ ვერ იღებს იმ რესურსს, რაც აუცილებელია. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა პაციენტის გამოჯანმრთელება“, – განმარტა მან.

მიხეილ სააკაშვილი: მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები