LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ სრულიად უგულვებელყავით სამოქალაქო პასუხისმგებლობა… გგონით, იმის ფუფუნება გვაქვს, რომ უამრავი ფული ვხარჯოთ კოვიდ 19-ზე: გოგა ჩანადირი

109
BeFunky-collage (17)

1192 ინფიცირებული და 8 გარდაცვლილი. ასეთია კორონავირუსის დღევანდელი მაჩვენებელი. 18 ოქტომბრის მონაცემებით, ლიდერობს დედაქალაქი – 471 ახალი შემთხვევით.

“გთხოვთ გაეცნოთ და გადასცეთ სხვებს!…თუ მიეკუთვნებით ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფს, გამოიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი საავადმყოფოში დროულად მოსახვედრად!”

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ვირუსის გავრცელების მკვეთრ მატებას საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების არ დაცვას უკავშირებს და წერს, რომ საკუთარი თავის გარდა, საფრთხეში შედარებით სუსტი ჯანმრთელობის ადამიანები ჩავაგდეთ.

“დაიწყო ყველაზე რთული და საგანგაშო კორონაპერიოდი.

ეს არ არის ხუმრობა, არც აგდებით დამოკიდებულებას იმსახურებს.

ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი, ბევრს რომ ჰგონია. ჯერ კოვიდ19-ის პირდაპირი სამკურნალო წამლები და ვაქცინა არ არსებობს, განსხვავებით გრიპის ვირუსებისგან.

ყოველი 1 პაციენტი სახელმწიფოს საშუალოდ 6 ათასი ₾ მაინც უჯდება.

ყოველი გარდადცლილი პაციენტი ოჯახის უდიდესი ტკივილია.

ბევრს კორონავირუსი ადვილად გადააქვს, მაგრამ ზოგისთვის ის უმძიმესი დარტყმაა.

ჩვენ სრულიად უგულვებელყავით სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის გარდა, საფრთხეში შედარებით სუსტი ჯანმრთელობის ადამიანები ჩავაგდეთ.

ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, მთაში, ქართველები გადამდები სენის შეყრის შემდეგ სოფელს განერიდებოდნენ და დასნებოვნებისგან უამრავ ადამიანს იცავდნენ.

აი, ისინი იყვნენ პასუხისმგებლიანები. თქვენ გგონით, იმის ფუფუნება გვაქვს, რომ უამრავი ფული ვხარჯოთ კოვიდ 19-ზე?

არა, მეგობრებო. ჩვენ დიდ თანხებს ვაკლებთ იმავე განათლებას ან მართლწესრიგს, რომ ვირუსს გავუმკლავდეთ.

არადა, ჩვენი სამოქალაქო პასუხიმგებლობით შეგვეძლო კოვიდ19-ის ფართოდ გავრცელებისთვის ხელის შეშლა.

სამწუხაროდ, კოვიდ19-ის ყველაზე საგანგაშო პერიოდი დაიწყო. ექიმები, შესაძლოა, იმ არჩევანის წინაშე დადგნენ, ვინ გადაარჩინონ. პასუხისმგებლობა ერთაერთი გამოსავალია.”- წერს გოგა ჩანადირი.

“დავინდოთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები…” – ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში დადასტურდა

ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ: ენდელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები