საქართველოში კორინავირუსის ახალი ანტირეკორდია. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1192 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა.

ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ: ენდელაძე

“დავინდოთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები…” – ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში დადასტურდა

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მზარდ სტატისტიკას სოციალურ ქსელში დღეს არაერთი გამოხმაურება მოყვა. საზოგადოების ცნობადი თუ არაცნობადი წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი კოვიდის მართვის არასწორ პოლიტიკაზე საუბობენ და მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ.

“არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ, უკლებლივ ყველას” – ბაია პატარაია

გაგვცენ პასუხი – რატომ იხსნება უნივერსიტეტები ხვალ, რატომ ტარდება არჩევნები,, როცა დღეს თითქმის 1200 შემთხვევა გვაქვს: კვესიტაძე

მთავრობას ბოლო დღეების განმავლობაში წერილით მიმართავდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ფონზე აუდიტორიებში სწავლის განახლება დაუშვებელია.

ბოლო ერთ კვირაში განვითარებულ მოვლენებს ვრცელი პოსტით აღწერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა ბაკუნაზოვი სოციალურ ქსელში.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“მე ლუკა ბაკუზანოვი ვარ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ გვერდის ერთ-ერთი ადმინი. ამ ერთ კვირაში განითარებულ მოვლენებს უნდა გამოვეხმაურო:

მარტში მესამე კურზსე გადავედი, როგორც მოგეხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე რთული კურსია. რა თქმა უნდა, დიდი შემართებით ვიყავი, თუმცა კარანტინი დაიწყო… დაახლოებით 1 თვე ვისწავლე და თავი დავანებე, იმიტომ რომ მედიცინა ონლაინ კატასტროფაა, სრული კატარსტროფა. ვიფიქრე შემოდგომით ჩვეულ რეჟიმში გავნაგრძობთქო.

ყველაფერი გავაკეთე, რაც საჭირო იყო, რომ ვირუსის გავრცელება თავიდან აეცილებინა.

მოხალისედაც ვიყავი საკარანტინო ზონაში.

მოვიდა ზაფხული – მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით კვლავ ინფიცირდებოდნენ ხალხი, მთელი საქართველო ზღვისპირეთში იყო. ყოფნაც არის და ყოფნაც… ვინც იყავით დამეთანხმებით, რომ იქ არ იყო არავითარი ზომები მიღებული, ვირუსის შესაჩერებლად და ამაში სახელმწიფო არ არის დამნაშავე, ყველაფერს მთავრობა ვერ გააკეთებს, თუ ჩვენც არ მივეხმარეთ. შედეგმაც არ დააყოვნა, მეორე ტალღა კი არა, ცუნამი გვეცა…

შემოდგომით დავიწყე სწავლა. 1 კვირა ვიარე უნივერსირეტში და კვლავ ონლაინზე გადავედით. კატასტროფაა ნამდვილი კატასტროფა, ისაც კი ვიფიქრე ამ სემესტრსაც ჩავაგდებთქო, მაგრამ ვერ გამომივიდა. ამიტომ რაოდესაც ქვეყანას სჭირდება ონლაინში კი არა, ომში უნდა წახვიდე.

სწავლებას რაც შეეხება გარდა იმისა, რომ კლინიკურ საგნებს, ვიღაცები კამერის წინ ხსნიან, პირადად ჩემს ნერვებზე სტუდენტების ქცევები ზედმეტად მოქმედებს. (არ დავაკონკრეტებ რასაც შვრებიან, თავადაც კარგად იცით და მათ ნამუსზე იყოს.) თუმცა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ხარისხი მაინც შენარჩუნდეს.

19-ში სწავლა იწყებაო, გამოვიდა მინისტრი. მაშინ როდესაც დაინფიცირებულთა დღიური რიცხვი ოთხნიშნა გახდა, ჩვენ უნდა წავიდეთ უნივერსიტეტში სადაც:

  • სწავლობს ათასობით ადამიანი
  • ამ ადამიანების ნაწილი მუშაობს საავადმყოფოებში, სადაც კოვიდ ინფიცირებულები წვანან და ამის გამო მათ პერმანენტულად უწევთ ტესტირების გაკეთება.
  • ასისტენტები მუშაობენ საავადმყოფოებში და პოტენციური მატარებლები არიან.
  • მიუხედავად იმისა, რომ ვიცავთ ყოველგვარ წესებს, ეს არ არის გარანტი თავდაცვისა. შესაძლებელია წიგნიც კი გახდეს ინფექციის წყარო.
  • მაღალკურსელები კლინიკურ საგნებს გადიან საავადმყოფოებში და როგორც თავად არიან საფრთხის ქვეშ, ისე პაციენტებს აყენებენ საფრთხეში.

და კიდევ მრავალი მიზეზია, თუ რატომ არის უნივერსირეტში სიარული საფრთხე, როგორც სტუდენტების ისე მოსახლეობისთვის. აქვე დავამატებ იმას რომ უმეტესობა ჩვენგანი საზოგადოებრივი ტრასნპორტით სარგებლობს, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეში გვაყენებს.

ახლა კიდევ ერთი დეტალი – სტუდენტების რაღაც ნაწილი რაიონებში ცხოვრობს. სწავლის ჩვეული რეჟიმის აღდგენა გამოიწვევს  თბილისის დატვირთვას, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამას გარდა ეკონომიკა რომ ფსკერზეა და ხალხი ძვლივს ცხოვრობს, გავუგოთ სტუდენტების ამ ნაწილსაც და ნუ დააძალებთ, რომ თითიდან გამოწოვილი ფულით საკუთარი თავი ინახონ სხვა მხარეში.

ახლა მეორე მხრიდანაც შევხედოთ. კი, გეთანხმებით, რომ ვირუსი არსად არ წავა და უნდა მივეჩვიოთ მასთან ერთად ცხოვრებას, მაგრამ როცა გვაქვს ბერკეტი, რომ მთავარი პრევენციული საშუალების – ვაქცინის შემოტანამდე, როგორმე გავწელოთ დრო, თან ისე რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად არ გაიზარდოს, ეს ბერკეტი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ!

არც მე მომწონს ონალინი, მეც მინდა უნივერსიტეტი. არც ეს ვირუსია სასიკვდილო ჯანდაბა, მაგრამ ჩვენ ვართ მომავალი ექიმები, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც აქედანვე ცხოვრებამ დიდი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა. ამიტომ ნუ ჩააგდებთ იმ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში, რომლებსაც რეალურად სასიკვდილოდ ემუქრება ეს ჯანდაბა.

აბა რა უნდა გაკეთდეს?

– როგორმე უნდა გადავიტანოთ ეს სემესტრიც ონლაინ, სხვა გზა არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც კატასტროფულად გაზდილ რაოდენობას უფრო გავზრდით. გაზაფხულით, იმედია რომ სიტუაცია დასტაბილურდება, ვაქცინაც შემოვა და გავნაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში. თუ არა და ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ…

ახლა მოგმართავთ შკოლნიკ, ვაზელინ, არაჰუმანურ და პეროგაყრილ სტუდენტებს, ტრ…ს თამაშს თავი დაანებეთ და სახლში დარჩით, თორემ რომ დაინფიცირდებით და ისევ კომპიუტერთან მოგიწევთ მაგ ტრ…ს დადება, მერე გვიანი იქნება. ვიცი რომ სექტემბერში ზმანები იყიდე და ქრაშს უნდა გაეპრანჭო, მაგრამ ახლა მაგისი დრო არ არის, მოაყარე ნაფტალინი და შეინახე სტენკაში.

ასეა თუ ისეა მაინც სწავლობთ, სემინარზე ყველაფერი კეთდება, რომ შეინარჩუნონ სწავლის დონე. მაგ პდეეფებიდან მოყოლას მოეშვით  და პაბჯის თამაშის მაგივრად წინასწარ ისწავლეთ ხოლმე.

ამიტომ გააკეთეთ ისე, როგორც სტუდენტების უმრავლესობა, დარჩით სახლში და თბილ ჩაისთან ერთად მოამზადეთ მასალები.

დაიმახსოვრეთ – ქაოსი კიბეა…

თქვენი ცანცერიჩი…”- წერს ლუკა ბაკუნაზოვი.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები