LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს მეცნიერებაში დაგროვილი მთელი ინტელექტუალური პოტენციალის წამოწევა უნდა მოხდეს: ეკონომიკის მინისტრი

46
164070774-3879287948827502-1342433418543283750-o

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტექნოპარკში, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში (TTPP) შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მინისტრს თავიანთი პროექტები გააცნეს.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც ბაზრის საჭიროებებს პასუხობს. მინისტრის თქმით, ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტი ორი რამით არის მნიშვნელოვანი – ერთი, რომ მოხდეს ჩვენს მეცნიერებაში წლების განმავლობაში დაგროვილი მთელი ინტელექტუალური პოტენციალის წამოწევა და მეორე – მოხდეს ადგილობრივი წარმოებისა და ადგილზე გამოყენების ხელშეწყობა.

პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით. პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 74 საპროექტო განაცხადიდან მეორე ეტაპზე 13 პროექტი გადავიდა. აღნიშნული 13 პროექტიდან შერჩეულ იქნა კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე 9 ტექნოლოგია, მათი განვითარებისთვის კი შემუშავდა კომერციალიზაციის ცალკეული გეგმები, რომელთა შესაბამისად, თითოეულ პროექტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორთან ტექნოლოგიის ლიცენზირების, ან სხვა გზით კომერციალიზაციის კუთხით.

პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის განიხილებიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: AIRBUS, Airbus Helicopters, Naval Group, CAOSA, MMC და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები