LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ: ვის ვიხილავთ პარლამენტში ოპოზიციიდან

610
ნიკა

სულ რამდენიმე დღე რჩება მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე. პრეზიდენტის განკარგულებით ახალარჩეული პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება.

თუმცა ჯერ არაა საბოლოოდ ცნობილი, მათ შორის იქნებიან თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები.

ცნობილია როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი: ოპოზიციასთან ერთად თუ მის გარეშე

მმართველი გუნდი და ოპოზიცია საზოგადოებას არ უყვება რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, რასაც ბევრი კრიტიკამოჰყვა.

კულუარული ინფორმაცია ვრცელდება, თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციიდან  მე-10 მოწვევის პარლამენტში. ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ იქნება გიორგი ვაშაძე.

გაჟღერებულ გვარს სოციალურ ქსელში “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი და ვაშაძის გუნდის წევრი თაკო ჩარკვიანი აფასებს:

„ერთი კითხვა მაქვს, ახლა მოვისმინე გიორგი ვაშაძეც „შესვლას აპირებსო“? ეს სატელევიზიო კომენტარი – ეჭვი გამოიწვია, როგორც ჩანს („სტრატეგია აღმაშენებლის“ პაატა მანჯგალაძის ფბ კომენტარებმა (რომელსაც ცხადია, კატეგორიულად არ ვეთანხმები) ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ მანჯგალაძეს იმაზე მეტი (თუ ნაკლები არა) არ უთქვამს, ვიდრე „ნაცმოძრაობიდან“ ამ დღეებში გაჟღერდა (სალომე სამადაშვილის და პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მხრიდან, რომ ერთპარტიული პარლამენტი ცუდია ქვეყნისთვის და შიგნიდან კომისიების შექმნა შეიძლება და ა.შ) და მე რა თქმა უნდა, არც მათ აზრს ვეთანხმები, არ ვიზიარებ! მოგვიანებით შეიკრიბა „ნაც მოძრაობის“ პოლიტსაბჭო და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სამადაშვილიც და გრიგოლ ვაშაძეც დათახმდნენ და ანგარიში გაუწიეს პოლიტსაბჭოს) რა ექნა ნიკა მელიას, რომელსაც მათგან ( სამადაშვილისგან) განსხვავებული აზრი აქვს პირს ხომ ვერ ამოუკერავდა ვინმეს , აზრი გამოითქვა არ მოიწონა „ნაც მოძრაობის“ უმრავლესობამ და გადაწყდა არ შესვლა, ასევე იქნება „სტრატეგია აღმაშენებელში“ ეს აზრი ( რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები გამოთქვა პაატა მანჯგალაძემ, ზუსტად ისე როგორც მაგალითად ერთი კვირის წინ სალომე სამადაშვილმა) არ არის საჭირო „პანიკა“ ყველაფერი ღირსეულად იქნება „სტრატეგია აღმაშენებელში“, არანაირი რყევა არ არსებობს ლიდერებში.

P.S.
გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს, თავად გახდე დანაშაულის – გაყალბების თანამონაწილე
გიორგი ვაშაძე“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანს უპასუხა ნიკა გვარამიამ, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, პარლამენტში გიორგი ვაშაძეს დანამდვილებით ვიხილავთ.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„ქალბატონო თაკო, თავის დამშვიდება არაა კარგი თანამგზავრი. ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს – სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი თქვენი სიიდან, პირველ რიგში, ბატონი ვაშაძე. ესააა ჩვენი ინფო, რომლის დამალვასაც არ ვაპირებთ და თუ გვიპასუხებს და უარყოფს ბატონი ვაშაძე, გაგვეხარდება. ჯერჯერობით სერგო ჩიხლაძეს აპასუხებიდა მესამე პირში“, – წერს გვარამია, თაკო ჩარკვიანის სტატუსის კომენატრში.

 

ირაკლი ოქრუაშვილმაც დაწერა, რომ 6-7 ოპოზიციონერს პარლამენტში ვიხილავთ.

„კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 “ოპოზიციონერის” კეთილების დისერტაციაზე.
თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ“, – წერს ოქრუაშვილი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g