დიზაინერ მანანა მანიას ჩვენება 23 აპრილს, „რივერსაიდ ბაბილოში“ გაიმართა. დიზაინერმა ცნობილი ქალბატონები შემოსა და ისინი პოდიუმზე გამოიყვანა. მათ შორის იყო მომღერალი ცისანა სეფიაშვილი, რომელმაც ნამუშევრებიდან სამი საკუთარ თავზე მოირგო და საპატარძლო კაბით დახურა ჩვენება.
პოდიუმზე გამომსვლელთა შორის იყო ასევე მსახიობი თაკო ცქვიტინიძეც.
ჩვენებას უამრავი ცნობილი ქალბატონი ესწრებოდა, ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესმდივანი, ხატია მოისწრაფიშვილი.