„ბრძოლას და ქმედებას მოაქვს საბოლოო გამარჯვება. არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა მოვდუნდეთ,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს და ავრცელებს ფოტოს, რომელიც გუშინ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებამდეა გადაღებული.
როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, გუშინ ყველა ოპოზიოციონერი დეპუტატი ერთიანი იყო:
„ცხოვრებაში პირველად ხმა ჩამიწყდა. რვა მანდატური მედგა თავს გათრევის მცდელობებით.
დაახლოებით ოთხი საათი შეუწყვეტლივ მონა მოღალატეს ვეძახდი კანონპროექტის ავტორებს, ერთადერთი იყო რაც მათთვის მემეტებოდა.
დაჩი ბერაიას დავუმატე ოროსანი და კორუმპირებულის წოდება – „თ“ ასოზე გაჩერდა მერე ანბანი არ უსწავლია და ჩვენ გვიხსნიდა ამერიკულ კანონს რუსულს რატომ ეძახითო.
ესენი ქუჩაში ვერ უნდა გადიოდნენ მშვიდად.
ბრძოლას და ქმედებას მოაქვს საბოლოო გამარჯვება. არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა მოვდუნდეთ.
ფოტოზე გოგოებს ჩემგან ❤️❤️ასევე თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და სალომე სამადაშვილი – დღეს ყველა ვიყავით ერთიანი“, – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, გუშინ კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელზედაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება იყო. პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
ამავე თემაზე:
„ოცნებამ დღეს ძალის დემონსტრირება მოახდინა“ – თეონა აქუბარდია
პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე სამართლდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს
პარლამენტთან აქციაზე დაკავებული მედიის წარმომადგენლები გაათავისუფლეს
„დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა” – თეა წულუკიანი