COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომების სრული დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს საწარმოო პროცესი რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კომპანიაბლაუენშტაინ საქართველოქართულშვეიცარული კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე შვეიცარული მხარის ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს. ბლაუენშტაინ საქართველოაწარმოებს უმაღლესი ხარისხის ხორცს და ხორცპროდუქტებს. კომპანია ფლობს სურსათის წარმოების სრულ ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე და მუშაობს მაღალი სტანდარტების დაცვით და შვეიცარული საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით.

კომპანია ფლობს მესაქონლეობის ფერმებს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში. კომპანია წარმოების ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე თავად აკონტროლებს და გარემო ფაქტორებზე მინიმალურადაა დამოკიდებული, შესაბამისად, მარაგის ამოწურვის და შეფერხების საფრთხე არ არსებობს.

საწარმოო პროცესს აგრძელებს ქ.ამბროლაურში მდებარე რაჭული ლორისსაწარმოც. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით- „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოში ჯამურად 762,900 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 323,876 ლარი გრანტია, 358,024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

მსგავსი თემები