LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცვალებადი ნიშნები“ – ახალი ქართული სერიალი, რომელშიც მონაწილეობას ია ფარულავა და ნანკა კალატოზიშვილი იღებენ

2069
ფორტუნა (45)

ქართული ახალგაზრდული სერიალის „ცვალებადი ნიშნების“ პრემიერამდე სულ ცოტა დრო დარჩა. „კავეა პლუსის“ მაყურებელი სახალისო, თავგადასავლებით დატვირთულ სერიებს იხილავს.

ამერიკიდან ახლად დაბრუნებული ცხრამეტი წლის ნატა ქართულ რეალობაში ამერიკული კოლეჯური ცხოვრების სტილის შემოტანას შეეცდება. ნატა განსხვავებული ინტერესების მქონე სამ სტუდენტთან ერთად საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის, თუმცა ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავების პარალელურად მის ცხოვრებაში აქტიურად ჩნდება დილემა – დარჩეს აქ და იბრძოლოს უკეთესი ქვეყნისათვის, თუ გადავიდეს საცხოვრებლად ამერიკაში და პირად ბედნიერებაზე იზრუნოს.

რეჟისორი სოსო ბლიაძეა,  სერიალში მონაწილეობას იღებენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები ია ფარულავა და ნანკა კალატოზიშვილი.

სერიალის პირველივე ეპიზოდში ირაკლი კვირიკაძე გამოჩნდება, რომელიც ამერიკიდან საქართველოში სპეციალურად გადაღებებისთვის ჩამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები