მომღერალი ჯესი ჯეი შეკვეთილში “ბლექ სი არენაზე” გამართული კონცერტიდან ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ის საკუთარ სახელს და საქართველოს “ამღერებს” და წერს:

“მათ დაავიწყდათ ჩემი სახელი და სად ვიყავით. ეს უკანასკნელი ვიხუმრე. ჩემი ხმა ჟღერს ავტომობილივით, რომელიც არ იქოქება,” – წერს ჯესი ჯეი.

ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი საქართველოს 5 აგვისტოს ესტუმრა. Bang Bang, Queen, Flashlight, Domino, Price Tag – ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მომღერალმა ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულა.

ჯესი ჯეი შეკვეთილში გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოს ინსტაგრამზე აქვეყნებს

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები