LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბალხელფასიანი ექიმები ვერ გადაიხდიან ტაქსის საფასურს, მათი ტრანსპორტირება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს – ზურაბ ჭიაბერაშვილი

129
AAE7D78D-680E-4825-A5E2-221618C172C8-w1200-r1-s

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ უნდა მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. ჭიაბერაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად გაჩერებას გამოემხაურა და აღიშნა, რომ მედპერსონალის საავადმყოფოებში ტრანსპორტირება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

“ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა და, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნია საზოაგდოებრივი ტრანსპორტის სრულად გაჩერება.

ასეთ დროს გასათვალისწინებელია უამრავი დაბალხელფასიანი ექიმისა და ექთანის მდგომარეობა, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა. გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი.

ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი – ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან”, – წერს ჭიაბერაშვილი.

 

ასევე იხილეთ:

ჩვენი ექიმები საზღვაგარეთ მყოფ ქართველებს სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ – პაატა იმნაძე

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 110 გახდა