LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწვა 6 ტრანსფორმატორი, იყო ძალიან ძლიერი ცეცხლი – მეხანძრე-მაშველის კომენტარი ზაჰესიდან, სადაც ელექტროსადგურზე ხანძარს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა

1510
მაშველები

ზაჰესში, ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ადგილზე მყოფმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი გერგაულმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არ არის. ცეცხლი გაუჩნდა ჰიდროელექტროსადგურის პრანსფორმატორებს, დაიწვა 6 ტრანსფორმატორი. იყო ძალიან ძლიერი ცეცხლი, ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. დაახლოებით 1 საათში განხორციელდა სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს გამოძიება. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება“, – გიორგი გერგაული.

რამდენჯერმე იყო აფეთქების ხმა – ზაჰესში ძლიერი ხანძარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები