LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“ – „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

1011
sda

„დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“ – „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს მიმართავს და „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში – „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art – მონაწილეობისთვის იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ტოიოტას გლობალური საბავშვო კონკურსის მიზანი პლანეტის საუკეთესო მომავლის შექმნის იდეის ირგვლივ ახალი თაობის გაერთიანებაა. მისი თქმით, ბავშვებისა და მოზარდების მხრიდან ტოიოტას ამ უდიდესი საერთაშორისო კონკურსით დაინტერესება საქართველოშიც მზარდია და მსურველთა რეგისტრაცია ცენტრში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

„საერთაშორისო საბავშვო კონკურსის ორგანიზებით, ტოიოტა პოპულარიზაციას უწევს ჩვენი პლანეტის საუკეთესო და უსაფრთხო მომავლის იდეას და ამ იდეის გარშემო ახალ თაობას აერთიანებს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აქტიურად არის ჩართული ეროვნულ დონეზე საბავშვო კონკურსის ორგანიზებაში. ტოიოტა ასე მიმართავს მსოფლიოს ახალ თაობას, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს: „დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“. ბავშვებს შეუძლიათ ფართო გასაქანი მისცენ თავიანთ ფანტაზიას და ვთქვათ, დახატონ: ყველაზე უცნაური მფრინავი ავტომობილები, რომლებიც გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს ეხმარებიან; ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კოსმოსური ჰოვერბორდები, რომლებიც აქრობენ გაჩენილ ხანძრებს, განადგურებისგან იცავენ ფლორას და ფაუნას; ავტომობილები, რომლებიც ასუფთავებენ ოკეანეებს და ზღვებს; გასაოცარი ყველგანმავლები, რომლებიც გადაადგილდებიან მთვარეზე ან პლანეტებზე და მრავალი სხვა. ტოიოტას სწორედ ეს აინტერესებს, თუ როგორი იქნება ბავშვის წარმოსახვაში მობილობის მომავალი და რამდენად უსაფრთხო იქნება ის სამყაროსთვის. სასიხარულოა, რომ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო ხატვის კონკურსში მონაწილეობის სურვილს ბევრი ბავშვი გამოთქვამს. მზად ვართ, მათ დავეხმაროთ, რომ თავიანთი ოცნებები საერთაშორისო საზოგადოებას გაანდონ. ჩვენი სურვილია, საქართველოში მცხოვრებ რაც შეიძლება მეტ ბავშვს მივაწვდინოთ ხმა, რომ Toyota Dream Car Art-ის კონკურსის მიმართ მათაც გაუჩნდეთ დაინტერესება. იმისათვის, რომ ბავშვები ტოიოტას 2023 წლის გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, მათ კონკურსში მონაწილეობა, თავდაპირველად, ეროვნულ დონეზე, საქართველოში უნდა მიიღონ. კონკურსში ჩართვა და თავისი ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარმოდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით,  ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსის პირობებისა და სარეგისტრაციო ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3FamPfv

მისივე განმარტებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბავშვებმა განაცხადი და საკონკურსო ნახატი („ოცნების ავტომობილი“), მშობლის თანხლებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფისში 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ, გამარჯვებულ 9 ნამუშევარს კი კომპეტენტური ჟიური სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გამოავლენს.

„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის შევსებული ფორმა და საკონკურსო ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გმოგვიგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია საკონტაქტო ნომერზე: 032 2511. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები აქტიურად ჩაერთვებიან Toyota Dream Car Art-ის კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს. სპეციალურად მოწვეული კომპეტენტური ჟიური „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შემოსული საკონკურსო ნახატებიდან, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ფინალურ ნამუშევარს შეარჩევს. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ ბავშვებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. შემდეგ კი, 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებს შორის, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს“, – აცხადებს  თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Artის ეროვნულ დონეზე, საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგები 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ტოიოტას მე-16 საერთაშორისო კონკურსის საბოლოო შედეგები კი 2023 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი. ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Art-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.toyota-dreamcarart.com

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები