LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალი ჩიტალაძე: „ჩემმა დამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა… შვილივით გავზარდე… თავს ვიდანაშაულებ…“

1178
dalichitaladze201223

დალი ჩიტალაძე „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა და დედმამიშვილების გარდაცვალებაზე ისაუბრა. დალიმ ამ თემაზე ცრემლების გარეშე ლაპარაკი ვერ შეძლო.

„როცა გყავს და და ძმა გვერდზე, ეს არის ძალიან დიდი სიძლიერე. ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. ორივემ შოკი მომგვარა ცხოვრებაში. როცა ადამიანი ავადმყოფობს, სნეულება შეეყრება და გარდაუვალია ცუდად დამთავრება, ეგუება ადამიანი რაღაცნაირად, ერთის და მეორეს გარდაცვალებაც ჩემი შოკი იყო. ჩემს ძმას იარაღი გაუვარდა… მე ამერიკაში ვიყავი და ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. დაკრძალვის დღეს გავიგე, რომ გარდაიცვალა. ვერ ჩამოვედი, ვერ მოვასწარი… ძალიან რთული იყო. თითქოს გამოვედი ამ მდგომარეობიდან… ჩემს ძმას ორი შვილი დარჩა და ჩემმა მშობლებმა გაზარდეს. თითქოს მზრუნველობაში რომ ხარ, არ გცალია, რომ გლოვას მიჰყო ხელი. დიანა ჩემზე ცხრა წლით პატარა იყო. ჩემი შვილი და დიანა გავზარდე, როგორც შვილები და ჩემთვის დიანა მეორე შვილი იყო. ჩათვალეთ, რომ შვილი მომიკვდა… დიანამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ეს არის ჩემი ცხოვრების მძიმე ჯვარი. ჯერაც ძალიან მტკივა, ერთიც და მეორეც, მაგრამ დიანამ კიდევ რაღაცა დამმართა…“

დალი ჩიტალაძემ გასცა პასუხი კითხვას, იდანაშაულებს თუა რა დის გარდაცვალებაში თავს და ამ კითხვას დადებითად უპასუხა:

„იმ ტრაგიკულ ღამეს ვიცოდი, რომ დიანა ცუდად იყო. ანორექსია ჰქონდა. მისთვის ნერვიულობა, ან ჭამაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა. რომ ვიცოდი, რომ ჰქონდა სანერვიულო თავისი შვილის გამო, რომელსაც უსიამოვნება ჰქონდა პოლიციასთან, მთელი დღე მინდოდა მივსულიყავი და სახლიდან გამომეყვანა. დიანა ჩემზე ათიათასჯერ ემოციური იყო და ყველაფერს ძალიან განიცდიდა. დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რომ იმ დღეს არ მივედი, რომ არ მოვეფერე, არ ვაჭამე ძალით. ის მეუბნებოდა, არა, შენ სახლში იყავი, ჩემი შვილი არსად გაუშვა და მე დილას ჩამოვალო. რაღაც ხმა მეუბნებოდა, წადი დიანასთანო. დავიძინე… დილას კი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები