დალი ჩიტალაძე ჟურნალ „გზასთან“ 16 წლის ასაკში თავისი გათხოვების ამბავს იხსენებს და დასძენს, რომ ერთხელ ვინც მოეწონა, სწორედ მას გაჰყვა ცოლად. კითხვაზე, როგორი აღმოჩნდა რეალობა და მიიღო თუ არა ის თავისუფლება, რომელიც ეგონა, გათხოვების შემდეგ ექნებოდა, მოდის ბლოგერი და კრიტიკოსი ასე პასუხობს:
„როგორ შეიძლება, გათხოვება თავისუფლებად ჩათვალო? ჯერ საკუთარ თავში არ მქონდა თავისუფლება ნაპოვნი, ბავშვი ვიყავი. პიროვნულ თავისუფლებას ვგულისხმობ. სანამ ამ შეგრძნებას მიიღებს ადამიანი, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა გაიაროს: თავისუფლება თავდაჯერებიდან, ინტელექტიდან, გამოცდილებიდან მოდის. ასე რომ, მაშინ აბსოლუტურად დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. სულ ვამბობ, რომელ და ჯულიეტას სიყვარული ნამდვილი გრძნობა არის-მეთქი. მერე ცხოვრება უკვე ისეთი რთული და არაპროგნოზირებადია, „ზრდასრული სიყვარული“ გვიან მოდის. დღეს 21-ე საუკუნეა და არა შუა საუკუნეები, ან თუნდაც მე-19 საუკუნე, როდესაც ქალისა და მამაკაცის როლი სხვანაირი იყო. კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო რთულია… ადრე თუ ქალები აუცილებლად 15-16 წლის ასაკში უნდა გათხოვილიყვნენ, დღეს პირიქით, ეს სირცხვილია, რადგან ჯერ რაღაც საკუთარი უნდა შექმნა. ბევრი შემეკამათება, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია…“
„ჩემი დაბადების დღის ლუქი“ – დალი ჩიტალაძე ჟოლოსფერ სამოსში შეუდარებლად გამოიყურება
ვიდეო: დალი ჩიტალაძეს დაბადების დღეს დონატელა და ჯანი ვერსაჩეების ძმა ულოცავს