LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მაქსიმუმი – მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გავყიდეთ

66
irakli-gharibashvili-w-h

2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯამურად ღვინის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალი.

„2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი თითქმის 360%-ით არის გაზრდილი, ასევე 2012 წელს ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი თუ იყო 71 მილიონი დოლარი, შარშან იყო 250 მილიონი დოლარი, ამხელა სხვაობა არის 8 წელიწადში, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ასევე მინდა გითხრათ, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული არის 42 მილიონი ბოთლი ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 550%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78 მილიონ დოლარს შეადგენს, 2012 წელს ეს იყო მხოლოდ 20 მილიონი დოლარი. ძალიან ბევრი ქვეყანა დაემატა და ქართული კომპანიები, რომლებიც ჯამში 440-ს აჭარბებს, ახორციელებს ღვინის ექსპორტს. შედარებისთვის 2012 წელს ექსპორტიორი კომპანია იყო 100-მდე“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ასევე, ჯამურად ღვინის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალი, რაც არის 18%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 142%-ით მეტი არის 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები