LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი: ნიკა მელია

82
ნიკა-მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მის სიცოცხლესთან ამ სახელმწიფოს სტაბილურობაა დაკავშირებული.

„მე დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი. რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია მისთვის და ყველაზე კარგად მან იცის, რომ მის სიცოცხლესთან დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობა. მე ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ უნდა დავიშალოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მე რეკომენდაციებით არ მოვსულვარ, უნდა დაველოდოთ სააკაშვილის პოზიციას: გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g