LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს: ტიკარაძე

417
BeFunky-collage (2)

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყიფოს გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა კოვიდ19-თან მიმართებაში, ამიტომ “დარწმუნებულია, რომ ცერცვაძე თავის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს”.

“დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ჩვენ გუშინ გვქონდა საკორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი წავიდეს ბათუმში. რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მუშაობას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა კოვიდთან მიმართებაში, ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, თავის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა განმარტა, რომ მასსა და თენგიზ ცერცვაძეს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

“მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ზოგადად, არანაირი საფუძველი არ არსებობს არც ჩემი მხრიდან და დარწმუნებული ვარ, არც ბატონი თენგიზის მხრიდან იმისთვის, რომ მსგავს დაპირისპირებას საფუძველი ჰქონდეს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ გავრცელებული ხმები, დღის ბოლოს უარყვეს. ყველა ელოდებოდა თავად თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, თუმცა დღის ბოლოს ხმები ინფექციონისტის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მისმა პრესსამსახურმა უარყო. ცერცვაძე აგრძელებს მუშაობას და ხვალ აჭარის რეგიონში მიდის, სწორედ იქ, სადაც ამ დროისთვის ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g