LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ლიკლიკაძე: „უკვე ბევრ ტრადიციაზე ვთქვით უარი, მაგრამ ქართველობა არ დაგვიკარგავს, მაგალითად, წაწლობის ტრადიციაზე…“

186
დათო ლიკლიკაძე

დათო ლიკლიკაძე ქალთა გახშირებულ მკვლელობაზე, ფემიციდზე დასმულ კითხვას ჟურნალ „გზასთან“ პასუხობს და ამბობს, რომ მსგავსი რამ ყოველთვის ხდებოდა და ხდება ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ტრადიციებმა იქამდე მიიყვანეს, რომ ქალი საგნად იქცა:

„კარგია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გაამკაცრა მიდგომა ისეთი მამაკაცების მიმართ, რომლებსაც თავიანთი ცოლები ნივთები ჰგონიათ. ამ ფონზე, იცით, რა მაკვირვებს? – როცა ქალები სოლიდარულნი არ არიან ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალების მიმართ. მათი „არგუმენტები“ პრიმიტიულია: „ალბათ, ქმარს არ უჯერებდა“; „ალბათ, გრძელი ენა ჰქონდა“ და ა.შ. ეს არის საშინელი ტრადიცია, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ უკვე ბევრ ტრადიციაზე ვთქვით უარი, მაგრამ ქართველობა არ დაგვიკარგავს. მაგალითად, ქალს და კაცს პური ერთად არ უნდა ეჭამათ ან თუნდაც, წაწლობის ტრადიცია გავიხსენოთ, როცა ქალიშვილს უცხო სტუმარს მიუწვენდნენ გვერდით და შუაში ხმალს ჩაუდებდნენ. ეს ტრადიციები უარვყავით, მაგრამ ამით არაფერი დაგვიკარგავს…“

ზურა ხაჩიძე: „შესაძლოა, მე მსხალი მომწონს, შენ – ვაშლი, მე ივანიშვილი მომწონს, შენ – სააკაშვილი, ამის გამო ერთმანეთს არ უნდა ვლანძღავდეთ და ვამცირებდეთ…“

თეა დარჩია: „ტეხავს“, თუ პირჯვარს გადაიწერ და იტყვი – „უფალო, შემიწყალე“. სამაგიეროდ, სასულიერო პირების განკითხვაა მოდაში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები