ზურა ხაჩიძე ჟურნალ „გზის“ მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს ფემიციდთან დაკავშირებით:
„მნიშვნელოვანია, ადამიანი იყოს მლოცველი და აღმსარებელი, რადგან მორწმუნე ამას არ ჩაიდენს. ფემიციდს აგრესია კვებავს. აგრესია კი მოდის ფილმებიდან, ტელევიზიიდან, ინტერნეტიდან და უამრავი ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს. მერე ეს გაბოროტებული ხალხი ერთმანეთს არ ინდობს. შესაძლოა, მე მსხალი მომწონს, შენ – ვაშლი, მე ივანიშვილი მომწონს, შენ – სააკაშვილი, ამის გამო ერთმანეთს არ უნდა ვლანძღავდეთ და ვამცირებდეთ. საზოგადოებაში დაგროვებული აგრესია, ძალადობა და ფემიციდი ერთმანეთთან გადაჯაჭვული პრობლემებია, რომლებსაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ამიტომ ამ ყველაფერს სერიოზული ანალიზი და განხილვა სჭირდება“.