“თუკი საჭირო გახდება გადაყვანა – პაციენტი გადავა. გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველი არის სამედიცინო ჩვენება”-ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ახლა სტაბილურია.
“თავიდანვე ვიტყვი, რომ ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. იყო გარკვეული პრობლემები.
დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია, როდესაც ექიმი სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების გეგმას, რა სერვისებია საჭირო ამ ახალი გამოვლენილი პრობლემის დიაგნოსტირებისთვის.
თუკი ეს კვლევები, რასაც დანიშნავენ კონსულტანტები შესაძლებელი იქნება რომ ადგილზე ჩატარდეს – ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭირო გახდება გადაყვანა – პაციენტი გადავა. გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველი არის სამედიცინო ჩვენება”, – განაცხადა სერგეენკომ გლდანის ციხეში ვიზიტის შემდეგ.