LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი: საქართველოში გერმანული ბიზნესი წარმატებულია, რაც შესაძლოა, სტიმული გახდეს ახალი ინვესტიციებისთვის

50
ipiccy-image

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირველი თემატური ონლაინშეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის​ სამინისტროს ინფორმაციით, ვებინარზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო 100-მდე მონაწილე, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის სფეროში ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და გერმანულ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და გერმანიის რესპუბლიკის თანამშრომლობა მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის ნათელი მაგალითია. საქართველოში გერმანული ბიზნესი წარმატებულია, რაც შესაძლოა, დამატებითი სტიმული გახდეს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. მოხარული ვიქნები, თუ მოგვეცემა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა საირიგაციო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, სურსათის უსაფრთხოებისა და კონტროლის და ფერმერთა განათლების ამაღლების უზრუნველყოფის მიმართულებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიალოგის ფარგლებში, მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე, ასევე, „იმერეთის აგროზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის ინოვაციურობის საკითხზე და ინვესტორებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები