მსახიობ გიორგი ყიფშიძისა და მოდელ კრისტი ყიფშიძის შვილი, ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი ფოტოებში ასახულ ნატალიასთან ასოცირდება.
„ჩემი ცხოვრების მთავარ გარდამტეხ პერიოდს ამ სურათების ნატალიასთან ვასოცირებ. მივყვებოდი დინებას და არასასიამოვნო მოვლენებზე თვალს ვხუჭავდი. რაღაც მომენტში გენთება დიდი ხნის მივიწყებული ნათურა და ათვიცნობიერებ, რომ მხოლოდ შენ ხარ საკუთარი ცხოვრების პილოტი არც ბედი, არც სხვა ადამიანები თუ იღბალი – მხოლოდ შენ.
დავიწყე ცხოვრების მასიური გაწმენდა და გავაანალიზე, რომ ადამიანი ორჯერ იბადება: ერთხელ მშობლის წყალობით, მეორე დაბადებას კი თავად ახორციელებს და საბოლოოდ არჩევანს თვითონ აკეთებს“. – წერს ნატალია ყიფშიძე და ფოტოგრაფ გიორგი ცაავას გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
“ბოლო სამი წელია მამა ავად გახდა” – ნატალია ყიფშიძე