ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთა დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე.
საია ამ მონაცემებს გენერალური პროკურატურისგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიღებული ინფორმაციის თანახმად:
- შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი;
- საქართველოს გენერალურ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.
საია აგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს საზოგადოებას.
დამნაშავეები თუ პოლიტპატიმრები: 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები ისევ საპატიმროებში რჩებიან
აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები