LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაზიანებები აღენიშნება გულ-მკერდის და მუცლის არეში, აქვს შინაგანი სისხლდენა“ – მცხეთასთან მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

408
75acfaee-1b10-4fcf-aad3-12c6830f248c_640

მცხეთასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი სასწრაფო დახმარების ავტომობილებით სამ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული, რომელსაც ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ მათთან სხეულის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანა.

„მამაკაცს დაზიანებები აღენიშნება გულ-მკერდის და მუცლის არეში, ასევე აქვს შინაგანი სისხლდენა. ამ დროისთვის ის საოპერაციოშია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსთან”.

რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულ კიდევ 4 პირს, ისინი მცხეთის სამედიცინო ცენტრში და მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ მცხეთასთან ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g