პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე იმყოფებოდა. დეკანოიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ ისაუბრა.
„ჩემი პოზიცია პირადად იცის და გავუზიარე, რომ როცა ეს სასამართლო ასამართლებს პრეზიდენტებს, როდესაც პოლიტიკური მართლმსაჯულებაა არავითარ წინსვლაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. მომისმინა და ზოგადად თქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.