„მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ! უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება.
„ცივილიზებული სამყაროს აქეთ დგახართ ყველა, მათ შორის ისინიც, რომლებიც კონფერენციებში მონაწილეობენ, დელეგაციებში არიან, დადიან დასავლეთში, „შოპინგობენ“, თმებს იჭრიან, ყველა ამ ადამიანის გადაადგილება დადგება საფრთხის ქვეშ. ეს იქნება ამ ადამიანების ბოლო. მე მაქვს რიტორიკული კითხვა, მზად ხართ თუ არა ამისთვის, რომ საქართველო, საბოლოოდ, ამ ცივილიზაციის მხარეს დააყენოთ და თქვენ შეგეზღუდოთ გადაადგილება?!
მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ. პარლამენტის წევრი რომ ხართ და განათლება და უმაღლესი განათლება არ გაქვთ..
ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება. ამას არაფერი არ შეცვლის! მიშა, ძალიან უწიგნური ხარ! რომ იცოდე. მე, მაგალითად, წიგნს წავიკითხავდი შენ ადგილას. უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი არ იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ყაველაშვილი: ჯვარზე მაცვეს, როცა ვთქვი, რომ ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის - დიახ, ჩემი თვითმიზანია ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობა
„თქვენ ქართულს ვერ იტანთ და იმიტომ ეძახით რუსულს, რუსული რა შუაშია“.
დეკანოიძეს მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა, რომ მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველო უკვე გაყიდული აქვთ.
„წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ წარმოადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე გაყიდე სამშობლო. შენ ხარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარ სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა. რა იცი შენ ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არ არის მარტო ეგ. ამ რეზოლუციას შენმა კოლეგებმა ხელი რომ მოაწერეს, ვერ გაექცევით! ახლა ვაცხადებ, რომ დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოიძიოს და ბოლომდე დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
განხილვის ფონზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატოსა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.
ამავე თემაზე:
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“