LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკემბერში თბილისი-სტამბოლისკენ ფრენებს Pegasus-იც შეასრულებს

81
Boeing-737-86N,-Pegasus-Airlines-AN1631713

Pegasus Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე დეკემბერში 3 ჩარტერულ რეისს განახორციელებს. უკვე დამტკიცებული განრიგის მიხედვით, სტამბოლი-თბილისის მიმართულებაზე Pegasus Airlines-ი ფრენას 2, 5, 9 დეკემბერს შეასრულებს, ხოლო თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე: 3, 6, 10 დეკემბერს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ბილეთები თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბოლის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები