„ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია გამოცემა NYT Style Magazine-ს ვრცელ ინტერვიუს აძლევს. ის საუბრობს შემოქმედებაზე, იხსენებს ბავშვობას და ჰყვება საკუთარ ორიენტაციაზე.
ამა წლის მარტში შედგა დემნას ახალი კოლექციის ჩვენება, სადაც დიზაინერს უნდა წარედგინა ახალი სამოსი კლიმატურ ცვლილებების თემაზე, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ქართველმა დიზაინერმაც ჩვენების თემა შეცვალა. ის ამბობს, რომ უკრაინის ომმა მას 1993 წლის ტრაგიკული მოვლენები გაახსენა, როცა სამუდამოდ ლტოლვილად იქცა:
„ეს ის განცდაა, რომელიც სამუდამოდ რჩება შენში, შიში, იმედგაცრუება, იმის განცდა, რომ არავის უნდიხარ“- იხსენებს დიზაინერი.
ამბობს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია საკუთარ მხრებზე გამოცადა, რომ სოხუმიდან გამოქცეული ოჯახისთვის, თბილისამდე გზა გაუსაძლისი იყო. დემნას განსაკუთრებით მძიმედ ახსენდება მამის განცდები ომის დროს. დიზაინერი სინანულით აღნიშნავს, რომ სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია:
„არ შემიძლია საქართველოში დაბრუნება, რადგან ადამიანები მემუქრებიან, ერთ-ერთი ასეთი, ბიძაჩემია. გავიზარდე ქვეყანაში, სადაც არ შემეძლო მეთქვა, რომ გეი ვარ, ვცდილობდი, მაგარი ბიჭი ვყოფილიყავი, რომელსაც შეეძლო, თავი დაეცვა იმ უბანში, სადაც ვცხოვრობდი“ – ამბობს დემნა.