დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებში დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია Demna Gvasalia Daily-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
Fashion Awards-ის დაჯილდოება ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალია ასევე წარდგენილია ამერიკული CFDA Awards -ის ნომინანტად, რომლის დაჯილდოება ნიუ-იორკში 10 ნოემბერს არის დაგეგმილი.
“ამერიკის შემდეგ, დემნა ბრიტანეთის მოდის საბჭომაც დაასახელა 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებში. ბრიტანეთის Fashion Awards ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება. ამერიკული CFDA Awards – ნიუ-იორკში 10 ნოემბერს”-აღნიშნულია განცხადებაში.