LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას „ბალენსიაგამ“ „ინსტაგრამზე“ ყველა ფოტო წაშალა და მხოლოდ უკრაინის დროშა განათავსა

613
demna2022

მსოფლიოში აღიარებული ბრენდის „ბალენსიაგა“ ქართველი კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას გადაწყვეტილებით, ბრენდის ოფიციალურ „ინსტაგრამ“-გვერდზე ყველა ფოტო წაშლილია და დატოვებულია მხოლოდ უკრაინის დროშა. ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია:

„ჩვენ მშვიდობას ვუჭერთ მხარს და ფინანსურ დონაციას გავიღებთ მსოფლიო სასურსათო პროგრამის პირველი ჰუმანიტარული მისიისთვის, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ შემდეგ დღეებში გახსნით ჩვენს პლატფორმებს იმისთვის, რომ წარმოვაჩინოთ ინფორმაცია უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ. გთხოვთ, თქვენც გაიღოთ შემოწირულობა!..“

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია აფხაზეთიდან დევნილია.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Balenciaga ? (@balenciaga)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები