LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დერმატოლოგიის ასოციაციის რჩევაა, რომ გაგრძელდეს ფილერების გამოყენება, ის ვაქცინის უკუჩვენება არ არის” – მამუკა მაჩაიძე

154
BeFunky-collage

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

მაჩაიძე წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან ის პირებიც, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს.

„შევეცადე ხშირად დასმულ კითხვებზე მაქსიმალურად მოკლედ შემეჯამებინა ინფორმაცია.

ყველა ჩემს კოლეგას ვთხოვ, კომენტარებში დაწეროთ, ან პირადად მომწეროთ შენიშვნები და დავამატებ/შევცვლი პოსტს.ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის, ეხება !!მხოლოდ!! ამჟამად საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ დადგენილ ვაქცინებს; რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და თქვენს ექიმს უნდა დაეკითხოთ. უნდა ავიცრა თუ არა თუ გადავიტანე კოვიდი? მითუმეტეს თუ ჯერ კიდევ მაქვს დადებითი ანტისხეულები?- თუ კითხვა გეზარებათ, მოკლე პასუხია კი! ინფექციურ სამყაროში მრავალი შემთხვევა არსებობს, როცა ვაქცინა ტოვებს უკეთეს დაცვას, ვიდრე თავად ინფექცია – მაგალითად, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამომწვევი პაპილომა ვირუსის ვაქცინა უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს, ვიდრე ბუნებრივი ინფექცია https://bit.ly/2PnYJGF. რადგანაც კოვიდზე იგივე მოხდება თუ არა, არ ვიცით და ამ ყველაფერს ახალი შტამები ემატება, ამ ეტაპზე აცრა არის რეკომენდებული, მათ შორის კოვიდ გადატანილებისთვის.. ასევე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ანტისხეულების არსებობა ითარგმება კოვიდსგან დაცვაში, ამიტომ ანტისხეულები გაზომვა არც კი არის რეკომენდებული იმის გადასაწყვეტად, აიცრათ თუ არა.. https://bit.ly/3cyLYly

– გამონაკლისები: თუ კოვიდის სამკურნალოდ მიღებული გაქვთ ვირუსის შემობოჭველი მონოკლონური ანტისხეულები ან კონვალესენტური პლაზმა, რეკომენდებულია ვაქცინაციამდე 90 დღით მოცდა https://bit.ly/3wfIn3M

– ბუნებრივია, ნებისმიერი სურდოს, ცხელების ან მწვავე ინფექციის სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში, აცრა უნდა გადაიდოს

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და ორგანო-გადანერგილი პაციენტები:- ახლახანს გამოქვეყნებულმა ძალიან კარგმა კვლევამ https://bit.ly/3di281K აჩვენა, რომ ორგანო გადანერგილ 436 პაციენტში (გადანერგილი თირკმელი, ღვიძლი, გული, ფილტვი), პირველი დოზიდან მე-20 დღეს ანტისხეულები მარტო 17%-ს ქონდა, ანუ ვაქცინა ალბათ უფრო ნაკლებად ეფექტური იქნება, მოდერნამ ოდნავ აჯობა პფაიზერს ეფექტურობაში. სამაგიეროდ აქაც, გვერდითი ეფექტების პროფილი იგივე იყო რაც ზოგად პოპულაციაში; ძალიან რთული სფეროა და ბევრი რამ არ ვიცით!! კვლევები გრძელდება

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და რევმატოლოგიური პაციენტები:- ზოგადი რეკომენდაციაა, რომ რევმატოლოგიური/ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაცეინტებიც ისევე აიცრან, როგორც სხვა დანარჩენი, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში თქვენმა რევმეტოლოგმა შეიძლება გირჩიოთ ზოგიერთი პრეპარატის 1 კვირით შეჩერება https://bit.ly/3w89YUt ამიტომ აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენ რევმატოლოგს!!

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და ონკოლოგიური პაციენტები:- ძალიან ვრცელი თემაა, ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას (სიმსივნის ტიპი, ამჟამინდელი ქემოთერაპია, იმუნური სისტემის მდგომარეობა), ამიტომ აუცილებლად დაეკითხეთ თქვენ ონკოლოგს! ზოგადად, სიმსივნე, ქემოთერაპია ან ჰორმონული თერაპია აცრის უკუჩვენებას არ წარმოადგენს (არცერთი დამტკიცებული 3 ვაქცინიდან ცოცხალი ვაქცინა არ არის)

– მთავარი რისკი რაც ამ შემთხვევაში არსებობს, არის ვაქცინის შედარებით დაბალი ეფექტურობა და არა უსაფრთხოება (გვერდითი ეფექტების პროფილი ისეთივეა როგორც ზოგადი პოპულაციის), ამიტომ ამერიკის სიმსივნის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ამჟამად დამტკიცებულ კოვიდ ვაქცინებს https://bit.ly/3sDGPy3

– მკერდის სიმსივნის და/ან ქირურგიის ისტორიის შემთხვევაში, აცრა უმჯობესია გაკეთდეს მოპირდაპირე მხარში (პრაქტიკული რეკომენდაცია)

– რადგან ვაქცინამ შესაძლოა დროებით ლიმფური კვანძები გაადიდოს, აცრის შემდგომ მამოგრაფიაზე შესაძლოა ცვლილებები დაფიქსირდეს, რაც ბუნებრივია თქვენს ექიმს დააბნევს, ამიტომ უთხარით რომელ მხარში გაიკეთეთ აცრა

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და კარდიოლოგიური პაციენტები (ასევე ვრცელი თემაა, თუმცა რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია):- უფრო ხშირად ასეთ პაციენტებში აღწერილი „გვერდითი ეფექტები“ ვაქცინის შემდეგ აღმოჩნდა შფოთვის შედეგი და სხვა არაფერი, ამიტომ, თუ შეძლებთ, თან მიყევით თქვენ მშობლებს, ახლობლებს აცრის დროს, დაამშვიდეთ; ასევე თქვენს კარდიოლოგს დაალაპარაკეთ უშუალოდ აცრის წინ, როგორც წესი ეს ყველაზე კარგი თერაპიაა

– არცერთი წამალი თვინებურად არ შეაჩეროთ!! („ბეტა ბლოკერი ხელს შეუშლის ადრენალინს“ – ეს არ არის არგუმენტი, რადგან ცხელება და მასთან ასოცირებული გულის აჩქარება, რომელსაც ბეტა ბლოკერი ჭირდება, ვითარდება თითქმის ყოველ მეხუთე აცრილში, როდესაც ანაფილაქსია მილიონებიდან რამდენიმეში)

– არ არსებობს არანირი მტკიცებულება რომ სისხლის „სისქის“ (ამას ჯერ კიდევ ვარკვევ რა არის) დასადგენად ყველამ სისხლის ანალიზი უნდა გაიკეთოს (დ-დიმერის მესამე ტალღის მსურველთათვის) და რუტინულად არ კეთდება; კონკრეტული ტესტების გაკეთება ვაქცინაციამდე და მის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს თქვენმა კარდიოლოგმა (ან კერდ-ე-ოლოგმა, თუ მას ენდობით) https://bit.ly/3m3Kd2Z

– თუ იღებთ რომელიმე „სისხლის გამათხელებელს“, აუცილებლად უთხარით აცრის ცენტრის თანამშრომელს, მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის აცრის უკუჩვენება, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ამცრელისთვის აცრისას სისხლდენის პოტენციური კონტროლისთვის მოსამზადებლად

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და ფეხმძიმე/მეძუძური დედები:- რადგანაც ამ პოპულაციაში დიდი კვლევები არ არსებობს, FDA-მ გასცა შემდეგი რეკომედაცია: „კოვიდის აცრის შეთავაზება უნდა მოხდეს როგორც ფეხმძიმე, ისე მეძუძური დედებისთვის“, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აცრა მათი გადასაწყვეტია, თუმცა ამერიკის მეან-გინეკოლოგიის ასოციაციის მიხედვით, ჯერჯერობით არც ფეხმძიმე და არც მეძუძურ დედებს სერიოზული გვერდით მოვლენები არ დაფიქსირებიათ https://bit.ly/39vhor7

– ჯან მოს რეკომენდაცია იხილეთ აქ: https://bit.ly/3wd3MdK

რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო აცრას და ალერგიებს, ვამატებ Bidzina-ს ინტერვიუს, სადაც ამომწურავად აქვს პასუხები გაცემული ყველა კითხვაზე: https://bit.ly/3dfLvno

P.S ჩემი ფავორიტი, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა და ფილერები:- ფილერთან დაკავშირებული პრობლემები განუვითარდა 3 პაციენტს მოდერნას ვაქცინის შემდეგ https://bit.ly/2O84gkf. ბევრად უფრო ხშირადაა აღწერილი გრიპის ვაქცინის შემდეგ. დერმატოლოგიის ასოციაციის რჩევაა რომ გაგრძელდეს ფილერების გამოყენება https://bit.ly/2QSQKC3 და ის ვაქცინის უკუჩვენება არ არის https://bit.ly/3rz9S4r

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები