LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა: ვარლამ ლიპარტელიანი

105
ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებით გაავრცელა. გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის ვარლამ ლიპარტელიანმა ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულისტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს.

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, ერთგულო გულშემატკივრებო! ვერ შევძელი, ვიცი, თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ, შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.

იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ ყველას“, – დაწერა 32 წლის ქართველმა ძიუდოისტმა.

magti 5g