LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღე და ღამეს შრომაში ვატარებ ზუსტად 30 წელია და ჯერ არ ჩამომისვენია, არც ერთი შრომა არ მითაკილია…ერთხელ დავმუნჯდი მხოლოდ, როცა მამა აღარ გყავსო მითხრეს” – რას წერს დათო ლიკლიკაძე

81
ფაფა

“დღე და ღამეს შრომაში ვატარებ ზუსტად 30 წელია და ჯერ არ ჩამომისვენია. სულ ექშენში ვარ, სულ ვლაპარაკობ. ერთხელ დავმუნჯდი მხოლოდ როცა მამა აღარ გყავსო მითხრეს,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე წერს.

როგორც ლიკლიკაძის პოსტიდან ირკვევა, ის ერთ-ერთ ქალბატონს მიმათავს.

“პასუხი ერთ ქალბატონს, რომელმაც თქვა, რომ რავა სულ ლიკლიკაძე უნდა ხვდებოდეს თეთრ ხიდზე სტუმრებს.

მე ის კაცი ვარ ხშირად რომ უნატრია, ერთი სრული დღე 27 საათიანი უნდა იყოს. მართლა არ მყოფნის 24 საათი. დღე და ღამეს შრომაში ვატარებ ზუსტად 30 წელია და ჯერ არ ჩამომისვენია. სულ ექშენში ვარ, სულ ვლაპარაკობ. ერთხელ დავმუნჯდი მხოლოდ როცა მამა აღარ გყავსო მითხრეს.

არც ერთი შრომა არ მითაკილია. ყველა დანაზოგი რაც შემიქმნია, ყველა ქონება რაც შემიძენია არავის უჩუქებია-სრულიად ჩემი შრომით მაქვს მიღწეული. კი ბატონო ფული არ მძულს, მეტიც მიყვარს, მაგრამ ვერ დამისახელებთ (მთელი ქუთაისი მიცნობს და წამომაძახოს ვინმემ) ადამიანს ვისი ადგილიც დავიკავე. მე თვითონ შევქმენი დათო ლიკლიკაძე და მეტი არ მაქვს საქმე ეს ადგილი სხვას ასე ერთი ხელის მოსმით გადავაბარო.

მოკლედ ვიდრე ფულს წერს ბრენდი “ლიკლიკაძე”, არსად გაწევას არ ვაპირებ.

ისე ამ ქალბატონის მსგავსად ვინც ფიქრობს “რავა სულ ლიკლიკაძე უნდა ხვდებოდეს სტუმრებს, სხვა არავინაა ქუთაისში?”- გთხოვთ დატოვოთ თქვენი მისამართი. სიამოვნებით მოვიყვანდი თქვენთან ამ სტუმრებს. სიხარულისგან არ იცით რა მემართება, როცა ჩემს სტუმრებს სხვები მასპინძლობენ,” – წერს დათო ლიკლიკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები