LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს 23:00 საათზე საშობაო მსახურებას პატრიარქი აღავლენს

84
408947352

დღეს, 6 იანვარს, 23:00 საათზე, საშობაო მსახურება დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

ამასთან, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, წელს ალილო სახეცვლილად ჩატარდება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 იანვარს „ალილო” სახეცვლილად ჩატარდება.

„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულელებში რიგდება.

„ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები… შობის სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყება ოთხშაბათს, 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g