LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მამუკა ჩარკვიანი იუბილარია: „ღმერთო, ჯანმრთელად მიმყოფე ეს ბიჭი…“

510
თაკო ჩარკვიანი

ცნობილი კომპოზიტორი და შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი დღეს, 24 აგვისტოს იუბილარია.

მას დაბადების დღეს ულოცავს და, თაკო და თბილი სიტყვებით მიმართავს:

„დღეს 24 აგვისტოა,  დღეს ჩემი ძმის – მამუკას დაბადების დღეა.  ასეთი  ურჩი და მორჩილი ერთდროულად არაფერი მინახავს, ნიჭი თუ სიყვარულია, ესე იგი ეს ადამიანი სიყვარულია, ღმერთო, ჯანმრთელად მიმყოფე ეს ბიჭი. ბედნიერად იყავი, ჩემო მამუ, ჩემო ძვირფასო, ჩემი  საგანძურია შენი სულის ხლართები, წუხილი,  სევდა, ფორიაქი, ეგ არის  უკიდეგანო  ნიჭი ენერგია და  შენთვის ტვირთი იმავდროულად, რომელსაც  ატარებ, რასაც გასცემ  მაგ ნიჭით, გვაბედნიერებს, აკეთილშობილებს დამძიმებულ დედამიწას. მაგრა იყავი, რა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g