“მთელი წელია ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ,” – განაცხადა პარტია “გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და თქვა, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ნახა და ჰგონია, რომ მუშაობს.
მეგრელიშვილი ამ რეპლიკით ოპოზიციის მხრიდან უქმე დღეებში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების თაობაზე კრიტიკას გამოეხმაურა.
მეგრელიშვილის თქმით, ვისაც მუშაობა სურს, დღესაც შეუძლია იმუშაოს:
“მთელი წელია, ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ.
მოვისმინე “ქართული ოცნების” წინადადება, რომ მობრძანდნენ, პრობლემა არ არისო, უქმე დღეებშიც ვიმუშავებთო. აქედან გამომდინარე, მათ ვერ დააბრალებ. თუ მუშაობა გვინდა, შეგვიძლია, ვიმუშაოთ დღესაც. დღეს მაგალითად, ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე და მგონია, რომ ვმუშაობ.” – თქვა მეგრელიშვილმა.