LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

75
BeFunky-collage (1)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან, რათა პირადად გაეცნოს ადგილზე არსებულ ვითარებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვა, ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, ხოლო ქვეყანას ორ მარტს დატოვებს. საქართველოს გარდა, შარლ მიშელი ასევე ეწვევა მოლდოვასა და უკრაინას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები