LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს უარესად ვარ.. ძალიან მიჭირს საუბარი – თინა ხიდაშელი კორონავირუსს ებრძვის

700
download

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუარესდა და მას საუბარიც კი უჭირს.

“ამ უმძიმეს დღეს მადლობას გიხდით ყველა ზარისთვის და შეტყობინებისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ ვპასუხობ. დღეს უფრო უარესად ვარ ვიდრე გუშინ და გუშინწინ და ძალიან მიჭირს საუბარი. იმედია მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას”,- წერს თინა ხიდაშელი.

აქვე ხიდაშელი წერს, “ახალი ბოლშევიკები ბრძოლას ვერ მოიგებენ და წითელი დროშები თბილისის თავზე აღარასოდეს იქნება”.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები