LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

383
მიხეილ ცაგარელი

გაუფრთხილდით ფინანსურ დანაზოგს, არაა გამორიცხული დაკარგოთ სოლიდური თანხა.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ნაცნობთა შორის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონის რჩევა.

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

პარტნიორული ურთიერთობა – მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, დაუკვირდით საკუთარ გამონათქვამებს, არ ღირს უკმეხად, ირონიით საუბარი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საათის, საოფისე და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, ბინის მოსაწესრიგებლად და ინტერიერის შესაცვლელად, მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, კოლეგებთან კამათი და ხელმძღვანელებთან ურთიერთობა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას. თავი შეიკავეთ თხილის, თაფლის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. პოზიტიური დღეა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ოქროსფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, ონიქსი, ოპალი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები