LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი ყველა სამოგზაურო დერეფანს კეტავს

95
-116529052-mediaitem116529051

გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან ყველა სამოგზაურო დერეფანს კეტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს.

გარდა ამისა, პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ყველა პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ ხელახლა აღებული ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ.

შეზღუდვები მინიმუმ 15 თებერვლამდე იმოქმედებს და ეს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი შტამებისგან თავის დაცვას ისახავს მიზნად.

გაერთიანებულ სამეფოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 56 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 280 ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 94 მილიონს გადააჭარბა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები