უელსში, კარდიფში “პრინსიპალიტი სთედიუმზე” საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისტორიაში პირველად უელსის ნაკრებს უპირისპირდება.
მილტონ ჰეიგმა კანადასთან 54:22 მოგების შემდეგ სასტარტო 15-ეული უცვლელი დატოვა. პირველ ხაზში გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილიჯაბა ბრეგვაძე და ლევან ჩილაჩავა დადგებიან; მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზს ლაშა ლომიძევიტო კოლელიშვილი და ბექა ბიწაძე შეადგენენ.
9-10 ნომრები ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იქნებიან, ცენტრში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი კოშაძე ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი სოსო მათიაშვილია, რომელმაც კანადასთან 34 ქულა გააკეთა.
მარქაფაში ერთი სიახლეა –  გიორგი კვესელაძის ნაცვლად გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი გამოჩნდა, რომელიც უელსთან 107-ე კეპს მოიხვეჭს. იქვეა რევაზ ჯინჭველაშვილი და 9 ნომერი გიორგი ბეგაძე. შერკინების პირველ ხაზს შალვა მამუკაშვილიკარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი შეცვლიან, მეორე ხაზში გიორგი ჩხაიძე გამოჩნდება და 99-ე კეპს მოიხვეჭს, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილია, რომელიც “ბორჯღალოსნების” კვართით მე-40 შეხვედრას გამართავს.

“ბორჯღალოსნების” შემადგნელობა ასე გამოიყურება:

რაც შეეხება უელსს, მან 14 მორაგბე შეცვალა. ავსტრალიასთან 21:29 მარცხის შემდეგ, უელსის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 14 მოთამაშე შეიცვალა.
ლიამ უილიამსი ერთადერთია, რომელიც ავსტრალიის შემდეგ თამაშს “ბორჯღალოსნებთანაც” იწყებს, ოღონდ მან პოზიცია შეიცვალა და 14 ნომრის ნაცვლად ფულბეკად მოგვევლინება.
შუამარბ ოუენ უატკინს, ბურჯ ლეონ ბრაუნს და მესამეხაზელ სემ კროსს სანაკრებო დებიუტი გასულ შაბათს ჰქონდათ, ისინი შეცვლაზე შევიდნენ. ადამ ბერდს ავსტრალიასთან არ უთამაშია და მის ანგარიშზეც ერთადერთი კეპია. სასტარტო 15-ში ყველაზე გამოცდილი კაპიტანი დენ ლიდიეტია (60), მასზე მეტი, 67 კეპი კი ფალეტაუს აქვს, რომელიც მარქაფაშია. მარქაფაშია დებიუტანტი კვაჭი ელიოტ დი.
მიუხედავად ამისა, გუნდს გამოუცდელი არ ეთქმის, განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეებს, რომელთაგან ოთხის ანგარიშზე 40-ზე მეტი კეპია, ხოლო სასტარტო 15-ეულის კეპების ჯამი 319-ს შეადგენს, მარქაფაში მყოფი მოთამაშეებისა – 159.
“ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ერთ დროს ექვსეულში მოვხვდებით. არის საუბრები და ინგლისის რაგბის კავშირის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბრაუნმა თქვა, რომ საქართველოს ნახვის დრო დადგა. ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული უელსთან და გაისად იტალიასთან თამაშზე, თუმცა ვიაზრებთ იმას, რომ პრიორიტეტი კომერციული სიცოცხლისუნარიანობაა. როდესაც საქართველოში ჩავედი, ჩვენი კვართის სპონსორობა 10 ათასი დოლარი ჯდებოდა. ახლა ეს თანხა ბევრად დიდია” – აცხადებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

მსგავსი თემები