LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი შემართებით ვიწყებ ახალ სეზონს, რომელიც ჩემი ცხოვრების კიდევ უფრო ახალი და ლამაზი ფურცელი იქნება“ – თათია შარანგია

1333
თათია შარანგია

ტელეწამყვანი თათია შარანგია გადაცემის ახალ სეზონს აანონსებს. თათია სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით იწყებს.

„რამდენიმე დღეში „სთორის“ ახალი სეზონი იწყება. მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება ჩემი მაყურებლის მიმართ, რომლის ამ დოზით სიყვარული მაგრძნობინებს, თუ რა სწორ გზაზე ვიარე, არასდროს გაგიმტყუვნებთ იმედებს. მინდა გამოვხატო მადლიერება ჩემი არაჩვეულებრივი გუნდის მიმართ, ნუცუ, დუდა, ნინი, კოხორა, ვახია, ნუპო, მეფე! ბევრი მაგარი ადამიანი კიდევ.

მადლიერება გამოვხატო Formula • ფორმულა -ს მიმართ, რომელიც ნიჭის დღესასწაულია, თავისი არაჩვეულებრივი მენეჯმენტით. ეს დიდი ოჯახი ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. დიდი შემართებით ვიწყებ ახალ სეზონს, რომელიც ჩემი ცხოვრების კიდევ უფრო ახალი და ლამაზი ფურცელი იქნება.
მიგულეთ თქვენს გვერდით“. – წერს თათია შარანგია.

შეგახსენებთ, დღეს თათია შარანგიამ დაწერა, რომ ჯარჯის დაშორდა. დაშორების მიზეზებზე თათიას არ უსაუბრია.

ვიდეო: რა კადრებით პასუხობს თათია შარანგიას ხმაურიან პოსტს ჯარჯი თორაძე

„მე და ჯარჯი დავშორდით.. თურმე როგორც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე“ – რას წერს თათია შარანგია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები