LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალი „სტილი“ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ხელმძღვანელთან, თამარ ჩიგოგიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს

46359864_2292964590924384_4763731541492760576_n

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ…

თამარ ჩიგოგიძე:

ამ კომპონენტში ბევრი რამის გაერთიანება შეიძლება. გამუდმებით ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი კომპანია ფეხდაფეხ მიჰყვეს თანამედროვე გამოწვევებს და უპასუხოს სტანდარტს, რომელსაც მსოფლიო მაუწყებლობის ფორმატი მოითხოვს. იქამდე, სანამ ვიამაყებთ კონკრეტული პროექტებით, არის ძალიან დიდი გზა, მუშაობის, სწავლის, ფიქრის, იდეების გაანალიზების, სირთულეების გადალახვის და გუნდური მუშაობის. ის, რაც წლებია აერთიანებს ჩვენს გუნდს, სწორედ ამ პრინციპების ერთგულებაა. შედეგს კი ყოველწლიურად ვხედავთ. მზარდი რეიტინგი და ხალხის დიდი სიყვარული, რომელსაც ბოლო დროს ჩატარებუკი ყველა მასშტაბური კვლევა ადასტურებს. ჩვენ ვიცით, რომ არასდროს უნდა გავჩერდეთ ერთ კონკრეტულ საქმეზე, შესაბამისად, მუდმივად ვანვითარებთ სხვადასხვა მიმართულებას, რადიობაზრიდან დაწყებული, მსოფლიო სტანდარტის ვებპლატფორმის შექმნით დასრულებული…

ვებპლატფორმის შესახებ…

მიმდინარე წელს „ფორტუნა“ უპრეცედენტო მასშტაბის ვებპლატფორმას შესთავაზებს საზოგადოებას, რომელიც ოთხი სხვადასხვა ფორმატის საიტს გააერთიანებს და მომხმარებლებს უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის საჭირო ინფორმაციას. ამას კი წინ უძღოდა მსოფლიო სტანდარტის ნიუსრუმის შექმნა, რომელმაც ტელერადიო, ინტერნეტსივრცის ერთი ფანჯრის პრინციპით გაერთიანება შეძლო. ჩვენ მიერ შექმნილი მულტიმედიური პროდუქტები განსაკუთრებით საინტერესოა სოციალურ მედიაში. „ფორტუნას“ პლატფორმა ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც უცხოელი და ქართველი მუსიკოსების, მათი დისკოგრაფიებისა და ტურნეების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის მსმენელს…

„ოქროს ტალღის“ შესახებ…

„ოქროს ტალღა“ წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოებაა, რომელიც ყველა ჟანრის, ასაკისა და სტილის მუსიკოსს აერთიანებს, როგორც საქართველოში, ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მარტივად რომ აგიხსნათ, ყველა სიმღერა, რომელიც რადიოების „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „ავტორადიო“ და „არ დაიდარდო“ ეთერში ხვდება, გადის ერთგვარ ტესტს. წლის ბოლოს ჩვენ ვარჩევთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ სიმღერებს და მათ შორის საუკეთესოს სამი სხვადასხვა კრიტერიუმით ვავლენთ… ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე ჩვენს რადიოსადგურებში გაორმაგდა შემოსული სიმღერების რაოდენობა, გვარწმუნებს, რომ „ოქროს ტალღამ“ უკვე დაწერა ისტორია.

კომპანიის ჯილდოები და აღიარებები…

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის დაფასება და აღიარება, რაც დაუღალავი შრომის შედეგად მოდის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი საქმიანობა დააფასა. „ფორტუნას“ მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის „ოქროს ფრთა“, „ქართული ბრენდი 2017“, „ლიდერი ბრენდი“, „ბიზნესის ეროვნული ჯილდო“, „ტურიზმის ეროვნული ჯილდო“ და ა.შ.

ყველაზე დიდი წარმატება კი ხალხის სიყვარულია, რასაც ბოლო დროს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს. მარტში საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაკვეთით, რადიომაუწყებლობის განვითარების შესაძლებლობების მასშტაბური კვლევა ჩატარდა. კვლევის მიზანი გახლავთ საზოგადოების მოთხოვნისა და რადიობაზარზე დეფიციტის განსაზღვრა. კვლევა, რომლის მეთოდოლოგიის პროცესი მოიცავდა ორ ძირითად ეტაპს, აჩვენა, რომ ჩვენი რადიოსადგურები რეიტინგის უპირობო ლიდერები არიან. ეს ჩვენი თავდაუზოგავი შრომისა და განვითარების ნაწილია.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.2105292402828911&type=1&l=c4c0f93b14

https://www.facebook.com/media/set/?set=a.2104015526289932&type=1&l=6c711d80a3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები