LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დნეპროპეტროვსკის ფერიცვალების ტაძრის მოძღვარი: მინდა, მოვუწოდო ყველა სასულიერო პირს, აქციაზე შემოგვიერთდნენ

80
54321

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე დნეპროპეტროვსკის ფერიცვალების ტაძრის მოძღვარი რამინ თარაშვილი თავისუფლების მოედანზე უკვე მივიდა.

თარაშვილმა სასულიერო პირებს მოუწოდა აქციას შეუერთდნენ.

„მინდა მოვუწოდო ყველა სასულიერო პირს, ყველა თანამემამულეს, რომ შემოგვიერთდნენ ამ აქციაზე. დღეს არის წყალგამყოფი კეთილსა და ბოროტს შორის, ნათელსა და ბნელს შორის. მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ, რათა უსამართლობამ ხელი აიღოს თავის ზრახვებზე. უპირველეს ამოცანად მიმაჩნია იმ აქციებზე მონაწილეობის მიღება, რომლის გარეშეც ჩვენს შვილებს მომავალი არ აქვს.

თუ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელიც თავის პოზიციას იყენებს ბოროტად ჩვენი მომავალი თაობების და თითოეული მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეშია. მოვუწოდებ ყველას, ქუდზე კაცი გამოდით და აღვსდგეთ, რათა აღვკვეთოთ ყველანაირი ბოროტება”, – აღნიშნა რამინ თარაშვილმა.

შეგახსენებთ, ზუსთად 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციაა დაგეგმილი. აქციაზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ვინ არის პეტიცია? – მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს არ მოაწერს

“არც ნანობს და კიდევ ხულიგნობს” – მიტროპოლიტი იოანე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ უერთდება

“ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა” – მეუფეები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

მეუფე გრიგოლის თქმით, თუ პატრიარქის კურთხევა იქნება, სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას ხელს მოაწერს

საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც სასულიერო პირებმა გააკეთეს – ჯაღმაიძე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმომწერ მეუფეებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები