უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია.
„უნიანის“ ცნობით, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი გამოიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის – 14 ბავშვი.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
„ნანგრევების ქვეშ ხალხია“ – რუსებმა დნიპროში 9-სართულიან კორპუსს რაკეტა ესროლეს