LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან ძლიერი აფეთქება იყო, ფანჯრის ჩარჩოებიც კი ჩამოცვივდა” – აფეთქებას სანაპიროზე დამსვენებლები შეესწრნენ

311
Capture

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ გარბიან დამსვენებლები ნოვოფედოროვკას პლაჟებიდან, ფონზე კი აფეთქების კვალი და კვამლი ჩანს.

ე.წ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნას ურჩევს. ტურისტებმა მასობრივად დაიწყეს ნოვოფედოროვკის დატოვება, დასახლებას ასევე ტოვებს ადგილობრივების ნაწილიც, რის გამოც გზებზე საცობები შეიქმნა.

სოციალურ ქსელში ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებს ადგილზე მყოფი დამსვენებლები ავრცელებენ.

“პირველი აფეთქება ძალიან ძლიერი იყო. სასადილო ოთახში ფანჯრის ჩარჩოები ჩამოცვივდა. ამის შემდეგ სარდაფში გადაგვიყვანეს“, – წერს ფაქტის შემსწრე სოციალურ ქსელში.

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა.

საკის სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის – თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g