LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია“ – შარლ მიშელი

143
Untitled design (4)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და პარლამენტთან საპროტესტო აქციის დარბევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

შარლ მიშელი „ტვიტერში“ წერს, რომ მიმდინარე პროცესებით აღშფოთებულია. მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია:

„ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია.

„უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.

კანონის უზენაესობის და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირის საკვანძო საკითხებია“, – აღნიშნულია შარლ მიშელის „ტვიტში“.

ამავე თემაზე:

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

 

ფოტოები სლაიდზე: AFP

პოპულალურები