LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი Beautiful People-ის ახალ ვერსიას ავრცელებს

501
maxresdefault

ინგლისელი მომღერალი ედ შირანი ახალი სინგლის Beautiful People აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს.

შავ–თეთრი ვიდეო, რომელიც სტუდიაში Abbey Road Studios ჩაიწერა, ინტერნეტში გუშინ გავრცელდა და უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

შეგახსნებთ, რომ  Beautiful People-ის ოფიციალურ ვიდეორგოლში ამერიკელი მუსიკოსი Khalid–იც მონაწილეობს. სინგლი ედ შირანის ახალ ალბომში No. 6 Collaborations Project შევა, ალბომი გაყიდვაში  12 ივლისს ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ ედ შირანის ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Eminem, 50 Cent, Justin Bieber, Cardi B, Camila Cabello, Travis Scott, Young Thug, Bruno Mars და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები